вторник, 23 июля 2013 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
ტყეების განადგურება და ეკოლოგიური პრობლემები.


2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:
ჩვენი ქალაქის გამწვანების და ტყეების განადგურების პრობლემა.
3.პროექტის აქტუალობა:
ტყის განადგურება რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენს გარემოზე.
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეებში გამოიწვიოს ინტერესი და დისკუსია,რათა მოზარდები მეტი მზრუნველობით მოეპყრონ გარემოს.ლექსიკური მარაგის გამდიდრება.
5.მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი.
6.ვადები/ხანგძლივობა:
სამი კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა არჩევანი,ბლოგების შექმნა,სადაც თავიანთ ნამუშევრებს დადებენ და გააცნობენ დაინტერესებულ ადამიანებს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელო,ფოტოაპარატი,ინტერნეტსაიტები,კომპიუტერი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
შევარჩიე პროგრამული მასალის მიხედვით მოსწავლეებთან ერთად ის საკითხები,რომელიც აქტუალურია.რა იციან ტყეების დაჩეხვასთან დაკავშირებით.დავყავი კლასი ჯგუფებად აირჩიეს ლიდერი,რომელიც მონიტორინგს გაუწევს ჯგუფების მუშაობას.თითოეულ ჯგუფს დაევალა ამ საკითხთან დაკავშირებით მოეძიებინა მასალა სამი კვირის განმავლობაში,პერიოდულად მოხდება ჩემს მიერ შემოწმება,რა ეტაპზეა მათი სამუშაო.მოძიებული მასალის,სურათების,საინტერესო რუბრიკების,ვიდეოს გამოქვეყნება და ატვირთვა მოხდება ბლოგში.
10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.IV.24.მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი.
უცხ.ს.IV.26.მოსწავლეს შეუძლია სტრატეგიული უნარების გამოყენება წარმატებული სწავლების უზრუნველსაყოფად.
უცხ.ს.IV.27.მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
უცხ.ს.IV.28.მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამუშავება მისი დამახსოვრებისა და ეფექტურად გამოყენების მიზნით.
უცხ.ს.IV.29.მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან,მასწავლებელთან,მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ნარგიზა მესტვირიშვილი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
nargizamestvirishvili5@gmail.com.
13.პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი:
nargizamestvirishvili5.blogspot.com.